საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ხელმძღვანელები მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან

საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ხელმძღვანელები მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან

საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ხელმძღვანელები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბიკერია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი.

მიხეილ სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს, თუმცა, პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა მედიისთვის დახურულია. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრით "ამბასადორიალი 2013"-ის მონაწილე ქართველი დიპლომატები ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს ასრულებენ.