დავით სერგეენკო თექინ ატიკს ხვდება

დავით სერგეენკო თექინ ატიკს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" თურქ წარმომადგენელ თექინ ატიკს ხვდება. 

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში თურქეთის ელჩის თხოვნით იმართება, სადაც საუბარი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის თანამშრომლებსა და თექინ ატიკს შორის წარმოშობილ კონფლიქტს ეხება.

შეხვედრას მინისტრი დავით სერგეენკო, მისი მოადგილე დიმიტრი მახათაძე, თექინ ატიკი და მისი მოადგილე ნატალია მუჩაიძე ესწრებიან.

მინისტრის თქმით, კლინიკაში შექმნილი ვითარება ქართულ-თურქულ ურთიერთობებსა და სახელმწიფო სტრუქტურასა და კერძო კომპანიას შორის დაპირსპირების საგანი ვერ გახდება.

თურქულ-გერმანული საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელ თექინ ატიკსა და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის თანამშრომლებს შორის ურთიერთობა გასულ კვირას დაიძაბა.

მედიკოსები ინვესტორს სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.