"ცუდია, როცა პრემიერს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა მოსაზრებები არ აინტერესებს"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, "ცუდია, როცა პრემიერი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა მოსაზრებებს არ უსმენს და არ აინტერესებს".

ამის შესახებ კუბლაშვილმა პრემიერის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"ცუდია, როცა პრემიერს არ აინტერესებს ერთადერთი წყარო, რომელიც შეიძლება იყოს კონკრეტული შედეგის მომცემი. ის მხოლოდ იმ ექსპერტებს უსმენს, რომლებმაც დაწერეს ეკონომიკური პროგრამა, რამაც ქვეყანა დღევანდელ ცუდ ეკონომიკურ სიტუაციამდე მიიყვანა. თუმცა ბიძინა ივანიშვილს მალე მოუწევს აღიარება, რომ მათმა ეკონომიკურმა ხედვამ გააუარესა საინვესტიციო გარემო. ჩვენ გვქონდა შეთავაზებები და კონსულტაციების სურვილი მართველ გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან, თუმცა მათი მხრიდან არის დუმილი. იმედია, ამ შეთავაზების მნიშვნელობას მალე მიხვდებიან", - განაცხადა კუბლაშვილმა.