დავით სერგეენკო საავადმყოფოებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ცდილობს

დავით სერგეენკო საავადმყოფოებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ცდილობს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საავადმყოფოებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ცდილობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის და საავამდყოფოების სფეროში წინა მთავრობისგან რთული მემკვიდრეობა მიიღეს, რომლის მოგვარებასაც დრო სჭირდება.

"ჩვენ მივიღეთ რთული მემკვიდრეობა. სიტუაცია რთულია, სადაზღვევო კომპანიებმა საავადმყოფოები ააშენეს და ხელისუფლება თუ ხელისუფალი, ერთი კაცი უწევდა კოორდინაციას და ბევრი გაუგებრობა მოხდა. ახალ საავადმყოფოებს აშენებდნენ და ძველებს ხურავდნენ. რაც მთავარია, სადაზღვევო კომპანიებს დღეს საშუალება არ აქვთ შეინახონ ის კლინიკები, რაც მათ საკუთრებაშია. სახელმწიფომ დააზღვია ხალხი, ფულს უხდის და მათ უნდა მიეღოთ მკურნალობა საავადმყოფობში," - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში პრობლემებია, რომლებიც გადაჭრადია.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ზოგადად მინისტრთა კაბინეტზეც ისაუბრა. "დღეს ჩვენ გვყავს ძალიან კარგად შერჩეული მიმისტრები, დღეს მინისტრებს აქვთ სრული თავისუფლება და ძალიან ეფექტურად მართავენ თვიანთ სამინისტრეობს. მე დავეხმარე სტრატეგიის შემუშავებაში და ახლაც იშვიათად მიწევს რაღაცეების ჩასწორება. ყველა კარად ართმევს საკუთარ მოვალეობას თავს. ასევე იყო განათლების მინისტრი. მე მგონი, ქალბატონიც მინისტრები ეფექტური არიან, რომელბსაც თქვენ ნაკლებ ყურადღებას უთმობთ. აიღეთ ზაქარეიშვილი, გნებავთ ალექსი პეტრიაშვილი. ძალიან აკრგად ასრულებენ საკუთარ ფუნქციებს და მათ არ ჭირდებათ ყოველდღიური მითითებები. ისინი არიან ეფექტურები",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.