გიგი უგულავამ ევროპის პარლამენტში თვითმმართველობის სფეროში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა

გიგი უგულავამ ევროპის პარლამენტში თვითმმართველობის სფეროში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ევროპის პარლამენტში თვითმმართველობის სფეროში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს , უგულავა ბრიუსელში ვიზიტით, ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის ხელმღვანელის მიწვევით იმყოფებოდა.

ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, გაიმართა საჯარო მოსმენა თემაზე: "საქართველო ევროკავშირის გზაზე - პრობლემები და გამოწვევები".

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, როგორც უმრავლესობისგან, ისე ოპოზიციისგან და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.