ის რომ მოდაშია ჰიდროჰესების მშენებლობა მოხარული ვარ, მაგრამ ეს არ ეყოფა მარტო ჩვენს ქვეყანას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ბევრი ქარხანის გახსნა.
"10-ჯერ უნდა გავზადროთ ეკონომიკა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპელები, მარტო კანონის მიღება დემოკრატია არ არის," – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, უნდა ვიზრუნოთ არა მარტო ინვესციციების გაფართოებაზე არამედ საინვესტიციო პროექტებზეც.
"ჩემი სურვილია ხალხმა იგრძნოს, რომ სამართლიანი სასამართლო გვაქვს, ყველა მოსამართლემ იგრძნოს, რომ არის დამოუკიდებელი", – განაცხადა ივანიშვილმა.