ია ანთაძის, ვასილ მაღლაფერიძისა და ცოტნე გამსახურდიას ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს

ია ანთაძის, ვასილ მაღლაფერიძისა და ცოტნე გამსახურდიას ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს

მეცხრე არხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს ია ანთაძესთან, ვასილ მაღლაფერიძესთან და ცოტნე გამსახურდიასთან სატელეფონო კონსულტაცია ჰქონდა. 

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის დათანხმდა, რომ ტელეკომპანიის გადაცემაზე პრობლემა არ იქნებოდა თუ აღნიშნული პირები პროექტს წარმოადგენდნენ როგორ უნდა გადაკეთდეს ტელევიზია საჯარო ორგანიზაციად. მისივე თქმით, ანთაძეს, გამსახურდიასა და მაღლაფერიძეს პროექტი დღემდე არ წარმოუდგენიათ.

"სატელეფონო კონფერენცია მქონდა ია ანთაძესთან, მაღლაფერიძესთან, ცოტნე გამსახურდიასთან. მე შევეცადე გარკვეული დროის განმავლობაში დამემტკიცებინა მათთვის, რომ ეს არის ძალიან რთული გასახორციელებლად. საქართველოში საჯარო ორგანიზაცია დღეს არც ერთი არ გვაქვს და ტელევიზიის ბაზაზე ამის გაკეთება ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და ჩემი გადმოსახედიდან შეუძლებელიც კი. თითოეულმა მათგანმა არ მიიღო ყურად ჩემი მტკიცებულებები და აგრძელებდნენ იმას, რომ ისინი მოახერხებდნენ და შეძლებდნენ. მე მივხვდი, რომ ვერ დავარწმუნებდი და ჩემთვის უფრო იოლი გზა გამოვძებნე – დავეთანხმე მათ და ვუსურვე, რომ ღმერთმა ხელი მოუმართოს, გამოსვლოდეთ და ჩემი მხრიდან გადმოცემაზე არანირი პრობლემა არ იქნება და გადმოცემის ფორმაც ნახონ როგორი იქნება. მე მათ დავეთანხმე და ვთხოვე, რომ დაემუშავებინათ ეს დოკუმენტი, გაეწერათ ეს ყველაფერი, თუ როგორ ახერხებდნენ ამას და დაედოთ. დღემდე პროექტი მე არ მაქვს წარმოდგენილი. ძალიან რთული იქნება მისი საზოგადოებრივად გარდაქმნაც და მისი მართვაც. უმჯობესი იქნება ყურადღება გადავიტანოთ საზოგადოებრივ არხზე, რომელიც გვაქვს, რათა გახდეს ობიექტური და ჩადგეს ხალხის სამსახურში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის ძალიან სკეპტიკურად უყურებს ანთაძის, მაღლაფერიძისა და გამსახურდიას მიერ წარმოდგენილ ინიციატივას.