"ჩვენი ძირითადი პრობლემა დარჩება ეკონომიკა, რადგან პოლიტიკურ სტაბილურობას ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ჩვენი ძირითადი პრობლემა დარჩება ეკონომიკა, რადგან პოლიტიკურ სტაბილურობას ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ეკონომიკის სამინისტრო და ეკონომიკური გუნდი უახლოეს დღეებში წარმოადგენენ შუავადიან სტრატეგიას ეკონომიკის განვითარებისა და იქ კარგად დაინახავთ დაწვრილებით ჩვენი ხელისუფლების ხედვებს ამ მართულებით და ის კითხვები და სპეკულაციები, რაც მიდის ეკონომიკის ვარდნასთან დაკავშირებთ, კარგი იქნებოდა, რომ ექსპერტების დონეზე გადავიდეთ. მე მქონდა შეხვედრა ეკონომიკურ ექსპერტებთან და უახლოეს დღეებშიც ვაპირებ მათთან შეხვედრას, ალბათ, ბალტიისპირეთში ვიზიტის შემდგომ და კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოების ნაწილს, ოპოზიციას, ვისაც რეალურად აქვს იდეები და ამ თემით სპეკულაცია არ სურს, ექსპერტების დონეზე მოხდეს საუბარი ეკონომიკის შესახებ. რამდენადაც დღეს ჩვენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ვერ ვახერხებთ, თუმცა ჩვენი მხრიდან მცდელობა არის. მე ექსპერტებთნ უახლოეს დღეებში ვაპირებ შეხვედრებს, რადგან ჩვენი ძირითადი პრობლემა დარჩება ეკონომიკა, რადგან პოლიტიკურ სტაბილურობას ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ ჩემი ანალიზით", - განაცხადა ივანიშვილმა.