"საპრეზიდენტო არჩევნებზე ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ, თორემ შეიძლება, ისევ შეცდომაში შევიდეთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საპრეზიდენტო არჩევნებზე ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ, თორემ შეიძლება, ისევ შეცდომაში შევიდეთ".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრეიერმა მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლებას ვირჩევთ და ჩვენს სამსახურში ვაყენებთ. გადავდოთ გვერდზე ემოციები, თორემ შეიძლება, ისევ შეცდომაში შევიდეთ. სწორედ რომ ჩვენი გაუცნობიერებელი არჩევისა და არაშესატყვისი კონტროლის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს ვერ ახერხებს საკუთარ სამშობლოში ცხოვრებას და ვინც ცხოვრობს, ისიც ღირსეულად ვერ არხერხებს შეინახოს საკუთარი ოჯახი. სათავე არის აქ, რომ ჩვენ სწორი ხელმძღვანელობა უნდა ავირჩიოთ. კარგად დააკვირდით ვინ რას გპირდებათ, აქვს თუ არა მას შესრულების თავი და რამდენად შეიძლება, მას ენდოთ. კარგად გააანალიზეთ და ისე გააკეთეთ არჩევანი", - განაცხადა პრემიერმა.