ნინო ბურჯანაძე მუხაესტატეს მოსახლეობას შეხვდა

ნინო ბურჯანაძე მუხაესტატეს მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეს მოსახლეობას შეხვდა. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი მოსახლეობასთან შეხვედრებით კმაკოფილია. 

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობის პოზიციების გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. მისივე თქმით, საპრეზიდენტო კამპანიის მეორე ეტაპზე უფრო ფართომასშტაბიანი შეხვედრები გაიმართება.

"მოსახლეობას აწუხებს სამართლიანობის აღდგენისა და უმუშევრობის პრობლემა. ბაზრის გახსნის, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს არ ეშინოდეთ ომის და მოსავალი ხეზე არ დაულპეთ. ასევე, იქნება შესაძლებლობა, რომ აფხაზ და ოს ძმებთან აღვადგინოთ ურთიერთობები და გავამთლიანოთ სახელმწიფო", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ დღეს შეხვედრები გურიის მოსახლეობასთანაც გამართა.