სომხეთი მზად არის, საბაჟო და ევრაზიულ კავშირს შეუერთდეს

სომხეთი მზად არის, საბაჟო და ევრაზიულ კავშირს შეუერთდეს

რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და სერჟ სარგსიანის ერთობლივ შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანმშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ kremlin.ru იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ისაუბრა სომხეთის სურვილზე, საბაჟო კავშირი დაამყაროს რუსეთთან და ამ მიმართულებით საჭირო ნაბიჯები გადადგას, შემდგომში კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა.

kremlin.ru-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა სომხეთის გადაწყვეტილებას და რუსული მხარის მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.