მთავრობა იპოთეკარებისთვის ვალების პატიებას არ აპირებს

მთავრობა იპოთეკარებისთვის ვალების პატიებას არ აპირებს

მთავრობა იპოთეკარებისთვის ვალების პატიებას არ აპირებს დაზარალებული იპოთეკარებისთვის ვალების პატიების შესახებ საუბარი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იპოთეკარების მოთხოვნების კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. 

ვიცე-პრემიერის თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო, დაზარალებულებს საკმაო ვადებს აძლევს, რათა მათ საკუთარი ნებით ახალ პირობებთან შეგუება შეძლონ.

"იმაზე, რომ ამ ადამიანებს ვალები ეპატიოთ, საუბარი არ არის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ადამიანური მიდგომები გამოვიყენოთ, ამ ეტაპზე მეტის გაკეთება შესაძლებელი არ არის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

იპოთეკარები სასტუმრო " რედისონთან" საპროტესტო აქციას მართავენ და ამბასადორიალის მონაწილე მინისტრებს მათთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ დასახმარებლად ზომებს უახლოეს მომავალში არ მიიღებს, " ქართული ოცნების " კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყოველგვარ შანსს დაკარგავს