გიორგი კვირიკაშვილი:  პრემიერის შემცვლელზე წინასწარ კომენტარის გაკეთება არაეთიკურია

გიორგი კვირიკაშვილი: პრემიერის შემცვლელზე წინასწარ კომენტარის გაკეთება არაეთიკურია

გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერის შემცვლელზე წინასწარ კომენტარის გაკეთება არაეთიკურია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს არ შეუქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ადამიანურად პრემიერის კარგად ესმის და მიიჩნია, რომ ყველა ვალდებულია გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდეს.

"მან უკვე ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ვისურვებდი პოლიტიკაში ცოტა უფრო დიდხანს ყოფილიყო. თუმცა, მე, ადამიანურად მისი მესმის და ჩვენი ვალია, მაქსიმალურად მობილიზებული შევხვდეთ ამ პერიოდს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შემცვლელზე, ამ ეტაპზე, კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

"ჩვენს გუნდში არის არაერთი ღირსეული ადამიანი და ვინ დასახელდება პრემიერის შემცვლელად, ამაზე წინასწარ კომენტარის გაკეთება არაეთიკურია ", - აღნიშნა გიორგი კვირკაშვილმა.