სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადება

რამდენიმე მედიასაშულებამ, მსჯავრდებულ რუსლან გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გუშინ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

მსჯავრდებულ რუსლან გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. პაციენტის სტაციონარში გადაყვანის ჩვენება ამ მომენტისათვის არ არსებობს. მიუხედავად ამისა, რუსლან გ. დაჟინებით მოითხოვს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას. მსჯავრდებულს, განმეორებითი დიაგნოსტირების მიზნით, მედპერსონალმა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული იმყოფება, ფუნქციონირებს როგორც სამედიცინო ნაწილი, ისე პირველადი ჯანდაცვის რგოლი. გამოჯანმრთელების სურვილის შემთხვევაში, რუსლან გ-ს საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილზეც შეუძლია.

7 აგვისტოს, რუსლან გ-მ თვითდაზიანების მიზნით, მიიყენა ნასერი ჭრილობები, თუმცა სამედიცინო დახმარების გაწევაზე ამჯერადაც უარი განაცხადა, რაზედაც შესაბამისი ოქმი შედგა. თვითდაზიანებები არ ყოფილა იმ ხარისხის, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას გამოიწვევდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. სამედიცინო მომსახურება თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა მსჯავრდებულისა და ბრალდებულისთვის. გამონაკლისს არც რუსლან გ. წარმოადგენს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, მსჯავრდებულს, მისივე თანხმობით, შეუფერხებლად გაეწევა.