თანამდებობის პირებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების საკითხზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ

თანამდებობის პირებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების საკითხზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ

თანამდებობის პირებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების საკითხზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისთვის და გენერალური აუდიტორისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ , ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების შენარჩუნების საკითხზე დღეს, პარლამენტში იმსჯელებენ.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს უმცირესობის წევრმა პაატა ლეჟავამ მიმართა. ლეჟავას მიერ ინიცირებული "იარაღის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი ფართოვდება, რომელთაც თანამდებიბრივი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ, იაღარის ტარების უფლება უნარჩუნდებათ.

ამავე პროექტის ფარგლებში, ლეჟავა კანონმდებლებს სთავაზობს, რომ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მიენიჭოს, რა უფლებასაც მას დღეს კანონი არ აძლევს და ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტზეც გავრცელდეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ცეცხლსასროლის იარაღის ტარების უფლება.

"კანონპროექტის მიზანია არათანაბარი მიდგომის აღმოფხვრა, რომელიც ცალკეულ თანამდებობის პირთა მიმართ არსებობს", - განმარტავს ინიციატივის ავტორი.

საკანონმდებლო ინიციატივას დღეს, პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.