ირაკლი ალასანია პრემიერის გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივს უწოდებს

ირაკლი ალასანია პრემიერის გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივს უწოდებს

ირაკლი ალასანია პრემიერის გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივს უწოდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივს უწოდებს. როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა , მისთვის და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებისთვის ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. ალასანიას განმარტებით, პრემიერ-მინისტრს არჩევნებამდეც უთქვამს, რომ პოლტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებდა. 

"ამით შეიქმნება თვისობრივად ახალი რეალობა და მომავალი არჩევნებისთვის გვექნება უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემო. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ახალი საღი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას ხელს შეუწყობს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრი მიესალმება პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებასაც სჭირდება გაძლიერება.

"სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ პრემიერის გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივი და ემსახურება საქართველოს გრძელვადიან ინტერსებს", - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შემცვლელს, თავდაცვის მინისტრს ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევად ეჩვენება.

"კონკრეტულ პირებზე ინსინუაციები ნაადრევია, რაც შეეხება ჩემი კანდიდატურის შესაძლო განხილვას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თავდაცვის მინისტრობა და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამაზე კარგ საქმეს ქვეყნისთვის ვერ გავაკეთებ ", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.