ბატონი ბიძინა ყოველთვის იყო ხალხის და ქვეყნის გვერდით და ყოველთვის დარჩება ხალხთან ერთად

ბატონი ბიძინა ყოველთვის იყო ხალხის და ქვეყნის გვერდით და ყოველთვის დარჩება ხალხთან ერთად

ბატონი ბიძინა არის ბრძენი ადამიანი და ზუსტად იცის, რას აკეთებს, - ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ღია წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის დაადასტურა და დაამტკიცა, რომ ყველა მისი ნაბიჯი იყო ძალიან ზუსტად გათვლილი. 

"შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესად იყოს ჩვენი ქვეყანა და უკეთესად იცხოვროს ჩვენმა ხალხმა. მინდა ისიც ვთქვა, რომ სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ბატონი ბიძინა მიდის ან მსგავსი რამ, მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ბატონი ბიძინა არასოდეს ყოფილა წასული, პირიქით, ყოველთვის იყო ქვეყნის გვერდით, ხალხის გვერდით და ყოველთვის დარჩება ხალხთან ერთად", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ განიხილება მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. "თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხალხისა და ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.