ირაკლი ღარიბაშვილი:  ფარული ვიდეო ჩანაწერები მიმდინარე კვირას განადგურდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ფარული ვიდეო ჩანაწერები მიმდინარე კვირას განადგურდება

ირაკლი ღარიბაშვილი - ფარული ვიდეო ჩანაწერები მიმდინარე კვირას განადგურდება ფარული ვიდეო ჩანაწერები მიმდინარე კვირას განადგურდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მინისტრს ფარული ჩანაწერების განადგურების თარიღი არ დაუკონკრეტებია. ჟურნალისტების შეკითხვას ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ფარული ჩანაწერები უახლოეს დღეებში, კერძოდ, მიმდინარე კვირას განდგურდება.

ამასთან, დღეს შსს-ში ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხზე შესაბამისი კომისიის წევრები იმსჯელებენ.