დავით უსუფაშვილი საბურთალოს მაჟორიტარის რანგში საკუთარ საქმიანობას კრიტიკულად აფასებს

დავით უსუფაშვილი საბურთალოს მაჟორიტარის რანგში საკუთარ საქმიანობას კრიტიკულად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საბურთალოს მაჟორიტარის რანგში საკუთარ საქმიანობას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ საბურთალოელებს მისი ყურადღება და მზრუნველობა აკლია.

შესაბამისი პოზიცია უსუფაშვილმა დღეს, საბურთალოს რაიონში, კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის გახსნისას დააფიქსირა. შტაბი სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც აღნიშნული ოლქის მაჟორიტარმა გახსნა.

"სხვადასხვა საქმეების გამო ვერ ვარ ისეთი აქტიური ამ ოლქში, როგორც ჩემი კოლეგები, მაგრამ მგონი საბურთალოელები, თუ ვინმე ჩემზე გაბრაზებულია, ამას გიორგი მარგველაშვილზე არ გაავრცელებს. გიორგი არაფერ შუაშია, თუ მე ყურადღება და მზრუნველობა დაგაკელით. დარწმუნებული ვარ, საბურთალო, როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი ფლაგმანი საარჩევნო ოლქი იქნება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.