დავით უსუფაშვილი:   გიორგი მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება

დავით უსუფაშვილი: გიორგი მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებით ის ცუდი ტრადიცია უნდა დასრულდეს , როცა პრეზიდენტს 100%-იანი მხარდაჭერით, ემოციურად ირჩევდნენ და ორ თვეში გადასაყენებლად ჯოხით დასდევდნენ". მისივე თქმით, "გიორგი მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება, რასაც პირველ რიგში იმ ადამიანებისადმი მოპყრობით დაამტკიცებს, რომლებიც მას ხმას არ მისცემენ".

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საბურთალოს საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა. შტაბი უსუფაშვილმა გახსნა, რომელიც პარლამენტში საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატია.

"უნდა გადავეწყოთ იმისთვის, რომ ახლა გამარჯვებისთვის ოპოზიციური მხრიდან კი არ ვიბრძვით, არამედ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას წარმოვადგენთ. აქ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ არავის მივცეთ მცირე საბაბიც კი, რომ რაიმე სახელისუფლებო ბერკეტი და რესურსია ჩარეული ამ საქმეში. ასე რომ, ბატონი გიორგი - ჰა ბურთი და ჰა საბურთალო!" - განაცხადა უსუფაშვილმა საბურთალოს რაიონული შტაბის გახსნისას.