ბიძინა ივანიშვილი:  პოლიტიკიდან წასვლის დროს საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებ

ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკიდან წასვლის დროს საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებ

პოლიტიკიდან წასვლის დროს წინასწარ ვაცნობებ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ წარმატებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ მიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, ის მაშინ წავა პოლიტიკიდან, როდესაც დარწმუნდება, რომ ქვეყნის არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. 

"ვფიქრობ, ამ წერილის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს კითხვები პოლიტიკიდან ჩემი წასვლის მიზეზებისა თუ მიზნების შესახებ. რაც შეეხება წასვლის დროს, ამასაც წინასწარ ვაცნობებ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ წარმატებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მჯერა, რომ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენ არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.