ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადიგენის გამგებელ სიმონ პარუნაშვილს 3000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულისთვის 12 000 ლარის ოდენობის შეფარდებას ითხოვდა. 

დაცვის მხარემ კი სასამართლო პროცესზე ადგენის გამგებლის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებაზე იშუამდგომლა.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პარუნაშვილის ადვოკატები უკანონოდ მიიჩნევენ და მის გასაჩივრებას გეგმავენ.

ადიგენის გამგებელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავა. გამოძიება სიმონ პარუნაშვილს 332-ე და 342-ე მუხლებით ედავება.