ორი რუსული სამხედრო გემი სირიისკენ მიემართება

ორი რუსული სამხედრო გემი სირიისკენ მიემართება

რუსეთის გენერალური შტაბის განცხადებით, ორი რუსული ხომალდი სირიის საზღვრებისკენ დაიძრა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მყოფ რუსულ ხომალდებს ამ დღეებში შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი", შემოდგომით კი წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი "ვარიაგი" შეუერთდება.

რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც სირიის ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, აცხადებენ, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია.