კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს რაჭაში განაგრძობს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს რაჭაში განაგრძობს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს იმერეთის შემდეგ რაჭაში განაგრძობს. 29 აგვისტოს გიორგი მარგველაშვილი ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდება და სააპრეზიდენტო პროგრამას გააცნობს.

რაჭაში შეხვედრების შემდეგ, კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იმერეთში დაბრუნდება, სადაც ხონის, სამტრედიის, ჭიათურისა და საჩხერის რაიონების მოსახლეობას შეხვდება.