რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა უშიშროების საბჭოს მუდმივი ხუთეულის შეხვედრა დატოვეს

რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა უშიშროების საბჭოს მუდმივი ხუთეულის შეხვედრა დატოვეს

რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი ხუთეულის შეხვედრა დატოვეს, რომელზეც დამასკოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების რეზოლუციის პროექტი უნდა შეთანხმებულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო იტარ-ტასი ავრცელებს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდმა ბირიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცის პროექტი მოამზადა, რომელიც გმობს სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას და შესაძლებლობას იძლევა მშვიდობიანი მოქალაქების დასაცავად კონკრეტული ღონისძიებების განხოცილებეზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა Twitter-ის მიკრობლოგზე დაწერა, იტყობინება ბი-ბი-სი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უკვე ორჯერ განიხილა სირიის პრობლემა აშშ-ის პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან.
მისი თქმით მსოფლიო „მედიდურად ვერ იდგება განზე", როდესაც სირიის მთავრობა ქიმიურ იარაღს იყენებს.

გაერო კი საერთაშორისო თამაგობრობას მოუწოდებს, მისცენ დრო ქიმიური შეტევის გამოძიებაში ჩართულ ინსპექტორებს და მათი დასკვის გარეშე არ განახორციელონ არავითარი საპასუხო ნაბიჯები.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ლიდერმა ბაშარ ასადმა ქვეყანა დატოვა და ოჯახთან ერთად ირანში გაემგზავრა.