არჩილ ხაბაძე მუსლიმ მრევლს მინარეთის დაბრუნებას დაჰპირდა

არჩილ ხაბაძე მუსლიმ მრევლს მინარეთის დაბრუნებას დაჰპირდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მუსლიმებს ჭელის მინარეთის დაბრუნებას დაჰპირდა. არჩილ ხაბაძე დღეს ბათუმის მეჩეთში მორწმუნეებს შეხვდა და პრემიერ-მინისტრის დანაბარები გადასცა. როგორც ხაბაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მუსლიმი მრევლის გვერდითაა და საკითხის დროულად გამოსწორებას იმედოვნებს. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და შეცდომა ვინც დაუშვა, დაისჯება.

"საბაჟოზე, როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარებს. ვინც ეს პროცესი ჩაატარა, მებაჟე იყო თუ ვინმე სხვა, დაისჯება, რადგან ამ შეცდომამ ასეთ პროცესებამდე მოგვიყვანა. დღეს მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ექსპერტიზა დასრულდეს და მინარეთი გამოთავისუფლდეს, განბაჟების პროცესი დასრულდეს. დღეს დასვენების დღეა და მაქსიმუმ ხვალისთვის შევეცდებით დავუბრუნოთ მინარეთი მრევლს", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

მისივე თქმით, ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, დააფიქსიროს თავისი აზრი თუ პროტესტი, კანონის ჩარჩოებში.