ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში შეხვედრებს მართავს

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში შეხვედრებს მართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში , მინისტრმა თურქეთის კრიმინალური პოლიციის ლაბორატორია დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე თურქეთის სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს ეწვია და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო. ამის შემდეგ მინისტრი თურქეთის ეროვნული პოლიციის კინოლოგიის ცენტრს ესტუმრა. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ქოჯატეპეს მეჩეთს ეწვევა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრ მუამერ გიულერთან და ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორ მეჰმეტ კილიჩლართან.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ეწვევა თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას და გაეცნობა სასწავლო პროცესს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 29 აგვისტოს დასრულდება.