კერძო სადაზღვევო კომპანიებს გარკვეული ვადით ფინანსური მორატორიუმი შეეხებათ

კერძო სადაზღვევო კომპანიებს გარკვეული ვადით ფინანსური მორატორიუმი შეეხებათ

კერძო სადაზღვევო კომპანიებს გარკვეული ვადით ფინანსური მორატორიუმი შეეხებათ. ჯანდაცვის სამინისტროში სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემურ საკითხს განიხილავენ, რაც კერძო სადაზღვევო კომპანიებში არსებობს.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის უწყება მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სადაზღვეო კომპანიებისთვის საჯარიმო სანქციებამდე, რომელიც სექტემმბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გამოცხადდეს გარკვეული ვადით მორატორიუმი არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, მორატორიუმი არ შეეხება სახელფასო დავალიანებებს.

მინისტრის თქმით, გარკვეული პრობლემები არსებობს სადაზღვევო კომპანია "არქიმედე გლობალ ჯორჯიაში", კომპანიას 12 მილიონამდე დავალიანება აქვს, თუმცა როგორც სერგეენკომ აღნიშნა, საგანგაშო არაფერია და ყველაფერი გამოსწორებადია.

მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სადაზღვევო კომპანია "ალფას" საკითხიც განიხილება, რომლის მენეჯმენტს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევისას და მთავრობის 165-ე დაგენილებიდან გამოსვლა სურს.

165-ე დადგენილებით, დაზვეულები არიან პენსიონერები, ექვს წლამდე ასაკის ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პერები.

დავით სერგეენკოს თქმით, თუ რომელიმე სადაზღვეო კომპანია უარს იტყვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის პროექტში მონაწილეობაზე, მაშინ სახელმწიფო იზრინებს თითოეულ მოქალაქეზე და დაზღვეულზეც.

შეხვედრას სადაზღვეო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძეც ესწრება. მისი განმარტებით, "არქიმედე გლობალ ჯორჯიას" ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა დაჯარიმება და ფინანსური სანქციები საქმეს ვერ უშველის.

ლაშა ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადაზღვეო კომპანიის ახალმა მმართველმა ე.წ ქამრის შემოჭერის მეთოდით სწორად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, მოაგავაროს არსებული ფინანსური პრობლემები, რაც ინვესტორებთან ერთად უნდა განახორციელოს.