თეთრი სახლი საპროტესტო გამოსვლების დროს სამართალდამცველებზე თავდასხმას ტერორისტულ აქტს უწოდებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი განმარტავს, რომ არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის წინააღმდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციები, რადიკალი მემარცხენეების მხარდაჭერილია.
მილერის თქმით, დემოკრატიული პარტია ცდილობს ქუჩებში ქაოსის შექმნით, ძალაუფლება დაიბრუნოს.
„მემარცხენეებმა, დემოკრატიულმა პარტია შეცვალა ტაქტიკა და ახლა მიგრაციას იყენებს იარაღად. ამიტომაც ვხედავთ ამ ძალადობრივ ამბოხებას სამართალდამცველების წინააღმდეგ. ვიხილეთ არაერთი ვიდეო, სადაც ჩვენს ოფიცრებს ქვებს, პიროტექნიკას და ცეცხლსასროლ იარაღსაც ესვრიან. დემოკრატებს ეს ძალადობა არც კი დაუგმიათ, არამედ ფედერალურ ოფიცრებს გესტაპოსა და ჩეკისტებს უწოდებენ. ამ რიტორიკით აქეზებენ ამ შიდა ტერორიზმს. ეს არის ძალადობრივი ტერორისტული თავდასხმები ჩვენი სასაზღვრო პატრულისა და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრების წინააღმდეგ“, - განაცხადა მილერმა.