ბრიტანეთის ელჩის მორიგი სიცრუე და შეტევა ხელისუფლებაზე

ბრიტანეთის ელჩის მორიგი სიცრუე და შეტევა ხელისუფლებაზე

ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი შეშფოთებულია, როგორც თავად ამბობს, საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით და ფაქტობრივად აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი არა პოლიციელის თავდასხმისთვის, არამედ ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს.

„გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი. კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით“, - აღნიშნავს ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი.

 

მარბიელი "ფაქრობრივად აცხადებს" კი არა ამ სუბიექტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამაღლობელი ხელისუფლების კრიტიკის გამო ზის ციხეში! რაც ნიშნავს იმას, რომ ამის მთქმელს ან სინდისი არა აქვს, ან შიგა აქვს!
სამწუხაროა, რომ ეს და მსგავსი რეალობას აცდენილი განცხადებები დასავლეთის მიმართ ქართველი ხალხის ნდობას ამცირებს; მათივე კვლევით ხომ ეს მაჩვენებელი 58%-ზეა დასული, რამდენიმე თვის წინ ის 66% იყო, ხოლო 5-6 წლის წინ კი 80%!
4 საათის უკან