რუსთავს ახალი მერი ჰყავს

რუსთავს ახალი მერი ჰყავს

რუსთავს ახალი მერი ყავს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელად დღეს დავით ჯიქია დაინიშნა. 

როგორც დავით ჯიქიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ის რუსთაველია და ქალაქის პრობლემები კარგად იცის. მისივე თქმით, რუსთავში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. დავით ჯიქიას თქმით, ქალაქმა უკვე მიღო ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან და აღნიშნული თანხა მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე სოციალურ პროგრამებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის.

დავით ჯიქია 1981 წელს არის დაბადებული. ის რუსთავში ცხოვრობს, პროფესიით ფინანსისტ-ეკონომისტია, მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2002 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო სექტორში. 2005 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, 2011 წლიდან 2012 წლის ბოლომდე კი იყო ქალაქ რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.