ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟის დროს დაკავებული 21 ადამიანიდან 10 გათავისუფლდა, ხოლო 11 კვლავ პატიმრობაში რჩება. ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მინარეთის დემონტაჟის დროს მოხდა. ჭელის მოსახლეობა დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს.
მოსახლეობის თქმით, დღეს სასამართლო გაიმართება, სადაც დაკავებულებს სავარაუდოდ, დააჯარიმებენ. მათივე განცხადებით, დღეს თბილისში გაემგზავრებიან და მინარეთის დაბრუნებას მოითხოვენ.