ადელმა ახალი რეკორდი დაამყარა

ადელმა ახალი რეკორდი დაამყარა

“BBC News”-ის ცნობით, მომღერალი ადელის სტუდიურმა ჩანაწერმა “21” დიდ ბრიტანეთში გაყიდვების ერთგვარი რეკორდი დაამყარა.

 

ალბომი “21” ადელმა მიმდინარე წლის იანვარში გამოუშვა. დღემდე დიდ ბრიტანეთში მისი 3.4 მილიონი ცალი გაიყიდა. ამ მაჩვენებლით დისკმა წლის განმავლობაში პირველობა არავის დაუთმო. უფრო მეტიც. ბოლო ათწლეულის მანძილზე “21” ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ჩანაწერი აღმოჩნდა.

 

წინა რეკორდი ემი ვაინჰაუსის ალბომს “Back to Black” ეკუთვნოდა. მან დღის სინათლე 2006 წელს იხილა. ხუთი წლის განმავლობაში “ნისლიანი ალბიონის” ქვეყანაში მისი 3.3 მილიონი ცალი გაიყიდა.

 

საინტერესოა, რომ ადელის ზემოთდასახელებული სტუდიური ნაშრომი ბრიტანული მუსიკალური ალბომების ჩართის პირველ ათეულში ზედიზედ 45 კვირა იმყოფებოდა, 18 კვირის განმავლობაში კი პირველი პოზიცია ეკავა. დისკმა უკვე დაიმსახურა “ოქროსა” და “პლატიანის” სტატუსი.

 

ალბომი “21”, “გრემის” 54-ე საზეიმო ცერემონიალში ერთბაშად ექვს ნომინაციაშია წარდგენილი.