ამერიკული მას-მედიის ცნობით, პოპულარული პუერტო-რიკოელი მომღერალი რიკი მარტინი უახლოეს მომავალში მსახიობის პროფესიას დაეუფლება.
საუბარია მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ ტელესერიალ “Glee”-ში მონაწილეობაზე. სტუდია “Fox”-ის ხელმძღვანელობამ მარტინი ამ სერიალის ერთ-ერთ ფილმში მიიპატიჟა.
მომღერალი ესპანური ენის მასწავლებელს განასახიერებს. სცენარის მიხედვით რიკი მარტინი ორ კომპოზიციასაც შეასრულებს.
ამ სერიის გადაღება სავარაუდოდ 2012 წლის იანვრის დასასრულს დაიწყება.
საინტერესოა რომ სერიალში “Glee” ცოტა ხნის წინ გვინეტ პელტროუ და ბრიტნი სპირსი გადაიღეს.
სცენარისტების მტკიცებით, უახლოეს სერიებში ცნობილ მსახიობებს ხავიერ ბარდემსა და ენ ჰეთეუეის ვიხილავთ.