საკრებულოში მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის სახელების გადარქმევაზე იმსჯელეს

საკრებულოში მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის სახელების გადარქმევაზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე, დღეს თბილისის მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის საკითხზე იმსჯელეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ვარდების რევოლუციის მოედნისა და თბილისის სხვა ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის საკითხზე იმსჯელეს.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სახელწოდების ერთ-ერთ ვერსიად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მოიაზრება, ხოლო ვარდების რევოლუციის მოედნისთვის – ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას სახელის დარქმევა იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, საკრებულოს თავმჯდომარე ხვალ, 10:30 გამართულ ბრიფინგზე გააჟღერებს", - აცხადებენ საკრებულოში.