"ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავს ის ეკონომიკური გუნდი, რომელსაც ხელისუფლებისთვის რჩევის მიცემა შეუძლია"

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავს ის ეკონომიკური გუნდი, რომელსაც ხელისუფლებისთვის რჩევის მიცემა შეუძლია. 

ამის შესახებ პაპავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს შორის ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის კომენტირებისას განაცხადა.

"არ ვთვლი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს ჰყავს ის ეკონომიკური ძალა და ან ოდესმე ჰყოლია, რომ მათ შეეძლოთ, ვინმეს რჩევა მისცენ. საერთოდ ისიც, რომ დათანხმდა შეხვედრაზე ბატონი გიორგი, იყო სწორი, რადგან არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ თუ შეთანხმებაზეა საუბარი, მანამადე პროვოკაციული განცხადებების გაკეთება, რაც წამოვიდა "ნაციონალური მოძრაობიდან", ეს ნიშნავს შეთანხმების დარღვევას. ამიტომ ამ შემთხვევაში, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება იყო ობიეტური", - განაცხადა პაპავამ.