მაია ფანჯიკიძე იუვალ ფუქსს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე იუვალ ფუქსს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იუვალ ფუქსს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. 

ამასთან, მათ ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში, რაზეც გადაწყვეტილებები 2013 წლის ივნისში ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იქნა მიღებული.