ქართველი რეჟისორის ფილმმა

ქართველი რეჟისორის ფილმმა "ლოკარნოს ფესტივალზე" პრიზი მოიპოვა

ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კვატაშიძის ჩეჩნეთის ომზე გადაღებულმა ფილმმა "შევხვდებით ჩეჩნეთში" ლოკარნოს ფესტივალზე პრიზი მოიპოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმი მიძღვნილია ომის კორესპონდენტებზე, რომლებიც ჩეჩნეთის ომის დროს ცხელ წერტილებში მუშაობდნენ. 

კვატაშიძის ფილმმა ფესტივალის სექციაში "ღია კარი" გაიმარჯვა და ფულადი ჯილდო, 22 600 დოლარი მიიღო.

ფილმი მოგვითხრობს ომის 6 კორესპონდენტზე, რომლებიც ფილმის რეჟისორმა ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს გაიცნო. ალექსანდრე კვატაშიძე 1999 წელს ჩეჩნეთში იმყოფებოდა და საომარ ქმედებებს ფოტოაპარატით იღებდა.

რაც შეეხება "ლოკარნოს" ფესტივალს, ის 10-დან 13 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და სამხრეთ კავკასიურ ფილმებს მიეძღვნა.

"ლოკარნოს" ფესტივალი შვეიცარიის ამავე სახელწოდების ქალაქში ტრადიციულად ტარდება და მსოფლიოს პრესტიჟული კონკურსების რიგში შედის.