კობა დავითაშვილი:  ზურაბ ხარატიშვილს კონკურენტად კი არა, ეჭვმიტანილად მოვიაზრებ

კობა დავითაშვილი: ზურაბ ხარატიშვილს კონკურენტად კი არა, ეჭვმიტანილად მოვიაზრებ

ხალხის პარტიის ლიდერის, დეპუტატ კობა დავითაშვილის აზრით, ზურაბ ხარატიშვილის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მიზანი იყო არა მისი პოლტიკაში წასვლა, არამედ დაჭერისგან თავის დაცვა. 

როგორც კობა დავითშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ზურაბ ხარატიშვილს მოიაზრებს არა როგორც მის კონკურენტად საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ ეჭვმიტანილად.

კობა დავითაშვილის თქმით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ის ისევე ცდილობდა საარჩევნო შედეგების გაყალბებას, როგორც "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა ხალხის ნება იყო მაღალი და მათთვის სასურველი შედეგი ვერ დადგა.

"სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების კარგი საშუალებაა პოლიტიკაში წასვლა, მით უფრო, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გააკეთებს განაცხადს", - აღნიშნა დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობა დავითშვილმა.