"ვნუკოვოს" ტერიტორიაზე არალეგალური სათამაშო ავტომატები საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდათ

რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვში, "ვნუკოვოს" აეროპორტის ტერიტორიაზე არალეგალური სათამაშო ავტომატები აღმოაჩინეს, რომლებიც მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

რუსეთის შინაგან საქმეთა პრესცენტრის ინფორმაციით, არალეგალური სათამაშო ავტომატებით შემოსული თანხა თვეში 20 მილიონი რუბლს აჭარბებდა.

რუსული მედიის ცნობით, დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც სათამაშო ავტომატებს ფლობდა, ხშირად ცვლიდა იურიდიული პირის სახელს, რომელზეც იჯარის ხელშეკრულება იყო გაფორმებული.

ჯერჯერობით უცნობია, "ვნუკოვოს" აეროპორტში აღმოჩენილი არალეგალური სათამაშო ავტომატების მფლობელთა ვინაობა.