საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა ევრობასკეტის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას. პირველად ისტორიაში, საფრანგეთის ნაკრები დავამარცხეთ. შესანიშნავი მატჩი გამოვიდა, მწვრთნელების დავალებები შევასრულეთ.
ახლა ფინეთს ვხვდებით, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათთან ბევრჯერ გვითამაშია. ერთი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა შემარდინმა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა. ეროვნული გუნდი მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება. შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.