საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ქარელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კილომეტრში, სოფელ ქვენაფლავში მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, მიწისძვრის სიმძლავრე 3,6 მაგნიტუდას შეადგენდა. 

მიწისძვრის შემთხვევა 9.48 სთ-ზე დაფიქსირდა და იგი მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებმა შეიგრძნეს. მიწისძვრის ბიძგებს სავარაუდოდ ნგრევა არ გამოუწვევია.