რიჩარდ ნორლანდი:   ზურაბ ხარატიშვილი რთულ გარემოში თავის ამოცანებს უმკლავდებოდა

რიჩარდ ნორლანდი: ზურაბ ხარატიშვილი რთულ გარემოში თავის ამოცანებს უმკლავდებოდა

ზურაბ ხარატიშვილი უმკლავდებოდა რთულ გარემოში თავის ამოცანებს, - ამის შესახებ ამერიკის სეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. 

ელჩი ზურაბ ხარატიშვილის გადადგომას და იმ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობის დატოვების მიღების გადაწყვეტილებამდე კონსულტაციები აშშ-ში გაიარა.

როგორც როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, ცესკო-ს თავმჯდომარე ამ წლის დასაწყისში ნამდვილად იმყოფებოდა აშშ-ში და ეს იყო ჩვეულებრივი ვიზიტი, რა დროსაც განიხილებოდა საარჩევნო სისტემაში მიმდინარე პროცესები. მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ ქართული საზოგადოებიდან შეიტყო და ის მხოლოდ ამ ინფორმაციას ფლობს. ნორლანდის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა თავად უნდა განსაჯონ და გააკეთონ კომენატრები ამ თემაზე.

"საერთაშორისო თანამეგობრობას გასულ წელსაც ჰქონდა თანამშრომლობა ცესკო-სთან და მის თავმჯდომარესთან და მე აღვნიშნავ, რომ თავმჯდომარე უმკლავდებოდა რთულ გარემოში თავის ამოცანებს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია არჩევნების სრულფასოვანი ჩატარება რათა საზოგადოებას და მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ პროცესის რწმენა.

"დღეს ჯერჯერობით რასაც ვხედავ, საკმაოდ იმედის მომცემია", - განაცხადა ელჩმა.