საჯარო სამსახურის რეფორმირების კონცეფციის შემმუშავებელი სამთავრობო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საჯარო სამსახურის რეფორმირების კონცეფციის შემმუშავებელი სამთავრობო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიაში საჯარო სამსახურის რეფორმირების კონცეფციის შემმუშავებელი სამთავრობო საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. 

საბჭოს კანცელარიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოში შედიან მინისტრის მოადგილეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ერთობლივი მონაწილეობით საჯარო დისკუსიებით შემუშავდება საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია.

"კონცეფციას ჩვენ ყველანი წლის ბოლოსთვის ვიხილავთ და ამ კონცეფციის შემუშავების შემდეგ გაირკვევა თუ რა ცვლილებები განხორციელდება საჯარო სამსახურში. იმედი გვაქვს, რომ საჯარო სამსახურის მიმართ, საზოგადოებას აღარ ექნება ის კითხვები, რომლებსაც დღეს სვამენ. პირველ რიგში მნიშნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის პროგრამითვე არის დადგენილი, რომ ქვეყანაში შეიქმნება პროფესიული საჯარო სამსახური, რომელიც იქნება დაფუძნებული პროფესიულ ზრდაზე, სტაბილურობაზე, საჯარო სამსახური არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ ცვლილებებზე, არჩევნებზე და ეს უნდა იყოს მდგრადი თვითგანვითარებადი სტრუქტურა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება და დაგეგმვა იმისათვის, რომ შედეგად ვიხილოთ ის სამსახური, რაზეც დღეს ყველანი საუბრობენ.