ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი დაკითხვაზე დაიბარეს

ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი დაკითხვაზე დაიბარეს

ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ონიანი პოლიციაში საქალაქო სასამართლოს ეზოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უნდა მივიდეს.

ინცინდენტი საქალაქო სასამართლოსთან ბაჩო ახალაიას პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. მას შემდეგ, რაც ახალაიას პროცესზე დამსწრეები სასამართლოს ეზოში გამოვიდნენ, ეზოში შეკრებილებმა ისინი სასტვენების ხმაზე გააცილეს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება ახალაიას მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

სასამართლოს ეზოში მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც, რის შედეგადაც ნანა კაკაბაძესთან და სხვა არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სასამართლოს ეზოში მოსული გიორგი გაბედავა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

პოლიციის ავტომობილში ჩასმამდე გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა ონიანმა დაარტყა, თუმცა პოლიციელებმა ონიანის ნაცვლად იგი დააკავეს.