15 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში, პოლიციის მიერ მოჰამედ მურსის მხარდამჭერთა აქციის დარბევის შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ ალყა შემოარტყა ქაიროში, რაბია ალ-ადავიას ერთ-ერთ მოედანს, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს ბანაკი აქვთ მოწყობილი.
სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, თუმცა "ბიბისის" ცნობით, ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ხმაც ისმოდა.
ეგვიპტის არმიამ ქვეყნის ექსპრეზიდენტი მოჰამედ მურსი 3 ივლისს გადააყენა. მურსის მხარდამჭერები დღემდე მოითხოვენ ქვეყნის სათავეში მის დაბრუნებას.