სოფელ ჭალადიდში მკვლელობა მოხდა

სოფელ ჭალადიდში მკვლელობა მოხდა

ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივმა მცხოვრებმა, 18 წლის რ.ე-მ თავისი მეზობელი, 38 წლის ილია კაპანაძე მდინარეში ჩაახრჩო.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა შელაპარაკება.

რ.ე. დაკავებულია.
გარდა ამისა, მეზობლების ინფორმაციით, რ.ე. ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანია.