მეორადი ავტომობილების ბაზარზე არაერთგვაროვანი ვითარებაა

მეორადი ავტომობილების ბაზარზე არაერთგვაროვანი ვითარებაა

„კომერსანტის“ გამოკითხულ მეორადი ავტომობილების ბაზარზე არაერთგვაროვანი ვითარებაა. „კავკასუს იმპორტის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ოვნისი–ივლისში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით რეალიზაცია საგრძნობლად გაიზარდა.

თუმცა, გიორგი სურგულაძე სეზონის საბოლოო შეჯამებამდე კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ქართველ მომხარებლებში ყველაზე პოპულარული „მერსედესის“ მოდელებია და გაყიდვების 30% სწორედ ამ ბრენდზე მოდის.

„კავკასუს იმპორტის“ ხელმძღვანელის ცნობითვე, ყველაზე მოთხოვნადი 10-15 ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილებია.

შეგახსენებთ: კომპანიას ავტომობილები ამერიკიდან ევროპიდან და იაპონიიდან შემოჰყავს.

მეორეადი ავტომობილების კიდევ ერთ იმპორტიორ „მეგა–ავტოში“ კი ივნისი–ივლისში გასული წლის ამავე პერიოდთან შადარებით რეალიზაცია 40%–ით არის შემცირებული. მენჯმენტი მოთხოვნის შემცირებას ცალკეული იმპორტიორების მხრიდან მწყობრდან გამოსული ავტომობილების შემოყვანით ხსნის რაც მათი თქმით, ამ სფეროში მომუშავე კომპანიების იმიჯს აზიანებს და მომხმარებლებში უნდობლობას იწვევს.

კომპანიის ცნობითვე, ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი 5-6 ათასი დოლარის ღირებულების ჯიპებია.