ბოლო წლებში საქართველოში საწვავის ფასებს წაღმა-უკუღმა ითვლიან. თუმცა, ორგანიზაციამ “სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის”, საწვავის თვითღირებულების გამოანგარიშების მეტად ორიგინალური მეთოდი აირჩია და დაადგინა, რომ მსოფლიოში საწვავი ყველაზე ძვირი საქართველოშია.
“სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის” ხელმძღვანელი ბექა კემულარიას მტკიცებით, ევროპის ქვეყნებში არსებული მაღალი ფასი გამოწვეულია მაღალი გადასახადებით, ასევე მაღალი ხელფასებით და, შესაბამისად, საქართველოსთან შედარებით ბევრად მეტი ხარჯი აქვთ იქ არსებულ კომპანიებს, რის გამოც არის ასეთი მაღალი ფასი. თუმცა, ეს იქაურ მომხმარებლებს მძიმე ტვირთად არ აწევთ, რადგანაც ასევე მაღალი შემოსავლები აქვთ და მათთვის არ არის ძვირი. ასევე მათ კარგად იციან, რომ ასეთი მაღალი ფასები ელიტარული კორუფციის შედეგი კი არა, მაღალი გადასახადების გამოა, რითაც აფინანსებენ სახელმწიფოს და მათ მიერ დაქირავებულ მოხელეებს.
“სხვა ხარჯები რომ არ გავითვალისწინოთ და მხოლოდ აქციზისა და დღგ-ის გადასახადი გამოვაკლოთ სარეალიზაციო ფასს, მაინც საკმაო სხვაობას მივიღებთ, რაც ასევე ადასტურებს საქართველოში არსებულ უსამართლოდ მაღალ ფასსს, კარტელურ შეთანხმებას და ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიას. ასევე ადასტურებს ხელისუფლების დანაშაულს, რომელიც გამოიხატება დანაშაულის დაფარვაში, რადგან კარტელური შეთანხმება არის სისხლის სამართლის დანაშაული და გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 195_ე მუხლში”, - აცხადებს კემულარია.
“სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის” ხელმძღვანელის განმარტებით, პრემიუმის სარეალიზაციო ფასს, რომელიც შეადგენს 2.25 ლარს, რომელსაც დღგ 18% და აქციზიც გადასახადი 250 ლარი რომ გამოვაკლოთ, მივიღებთ 1,66 ლარს, გერმანიაში ასევე პრემიუმის სარეალიზაციო ფასია 3,46 ლარის ეკვივალენტი, ხოლო აქციზისა და დღგს გადასახადის გამოკლებით, რომელიც ფასის 61%_ს შეადგენს - 1,35 ლარს,
“ანუ საქართველოში, გერმანიასთან შედარებით, 31 თეთრით უფრო ძვირი ღირს საწვავი. ფინეთში სარეალიზაციო ფასი 3.48 ლარია, ხოლო აქციზის და დღგ-ის გარეშე - 1,36 ლარი, შვედეთში 3,44 ლარი სარეალიზაციო, ხოლო ასევე აქციზის და დღგ-ის გარეშე - 1,31 ლარი, დიდ ბრიტანეთში 3,58 ლარი და 1,43 ლარი, საფრანგეთში 3,56 ლარი და 1,42 ლარი, იტალიაში 3,57 ლარი და 1,43 ლარი, ბელგიაში 3,54 ლარი და 1,45 ლარი, პოლონეთი 2,75 ლარი და 1,24 ლარი. ანუ, საქართველოში, გერმანიასთან შედარებით, მხოლოდ აქციზისა და დღგ-ის გადასახადის გათვალისწინებით 31 თეთრით ძვირი ღირს, ფინეთთან შედარებით, 30 თეთრით ძვირი, შვედეთთან - 35 თეთრით, დიდ ბრიტანეთთან - 23 თეთრით, საფრანგეთთან - 24 თეთრით, იტალიასთან - 23 თეთრით, ბელგიასთან - 21 თეთრი, პოლონეთთან - 42 თეთრით ძვირი.
ცნობისთვის, ევროპაში აზებაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავის რალიზება არ ხდება, რომელსაც აგრეთვე დაბალი ფასი აქვს”, - განმარტავს “სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის” ხელმძღვანელი.
ეს რაც შეეხებოდა “ძვირ” ევროპას. სამეზობლოში კი საქართველოს გადასახადების გამოკლების გარეშეც კი ყველაზე ძვირადღირებული საწვავი აქვს. ასე მაგალითად, აზერბაიჯანში 1 ლიტრი “რეგულარის” ტიპის საწვავი 0.9 ლარი ღირს. სომხეთში კი, სადაც ბენზინი და დიზელი, ძირითადად, საქართველოდან შედის, 1 ლიტრი ა-92 ტიპის საწვავის ფასი 1,8 ლარს არ აღემატება. ესეც გაძვირებულ პირობებში (ბოლო პერიოდში სომხეთში საწვავი დაახლოებით 20%-ით გაძვირდა).
რაც შეეხება რუსეთისა და უკრაინის ბაზრებს. აქ სხვადასხვა მდგომარეობაა. ჩვენგან ჩრდილოეთით 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავი 1,65 ლარი ღირს, მაშინ როდესაც უკრაინაში იგივე ტიპის საწვავი 1,9 ლარად უნდა შეიძინოს ავტომფლობელმა. ერთადერთი ახლო-მახლო ქვეყანა, სადაც ბენზინი ფასი საქართველოს მსგავსია, ეს მოლდოვაა.
974
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85