პოლ მაკარტნი აბობოქრდა

პოლ მაკარტნი აბობოქრდა

გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ “Telegraph” ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ “The Beatles”-ის წევრის, სერ პოლ მაკარტნის პირადი მობილური ტელეფონი მავანი და მავანის მიერ ისმინებოდა.

 

ეს ცნობა მუსიკოსის ერთ-ერთმა ახლობელმა გაავრცელა. მისი მტკიცებით, მაკარტნის გააჩნია იმისი დამამტკიცებელი საბუთები, რომ წინა მეუღლესთან გაყრის დროს მის სატელეფონო საუბრებს უცნობი პირები საგულდაგულოდ იწერდნენ.

 

ამ ფაქტის შესახებ კომენტარი თავად მაკარტნიმაც გააკეთა.

 

“პოლიციას უკვე მივმართე და საქმის კურსში ჩავაყენე. როდესაც წინა ცოლთან გაყრის პროცესით ვიყავი დაკავებული აღმოვაჩინე, რომ ჩემი პირადი მობილური ტელეფონი უცნობი პირების მიერ ისმინებოდა. უფრო მეტიც, ჩემი საუბრები იწერებოდა.

 

ამ მიზეზის გამო ვცდილობდი ტელეფონით ნაკლები მესაუბრა. როდესაც ლაპარაკს ვასრულებდი, ამ უცნობი პიროვნებების ნამუსზე აგდებას ვცდილობდი და შემდეგი სიტყვებით მივმართავდი: “გეყოფათ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ბოლოს და ბოლოს თავი დამანებეთ”. საპასუხოდ გაურკვეველი ხმები მესმოდა.

 

პოლიციაში შემპირდნენ რომ ამ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავეებს იპოვიან. ნამდვილად ვერ გეტყვით რომელი ბრიტანული გამოცემების თანამშრომლები მითვალთვალებდნენ. ფაქტია რომ მოგვიანებით ჩემი პირადი ცხოვრების გარკვეული დეტალები მას-მედიის საშუალებებში ხვდებოდა.” – განაცხადა პოლ მაკარტნიმ.